Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი თალიბი პატიმარი დოჰაში გაფრინდა - გზა გაეხსნა სამშვიდობო მოლაპარაკებას


ექვსი თალიბი მეამბოხე, რომლებიც საპატიმროში ჰყავდა ავღანეთის მთავრობას, ქაბულიდან დოჰაში გაფრინდა და ამით გზა გაიკვალა სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ, რომელიც არაერთხელ გადაიდო და მომავალ კვირაში დაიწყება, აცხადებენ ავღანეთის ოფიციალური პირები.

პატიმრები, რომლთა განთავისუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ ავსტრალია და საფრანგეთი მათი კავშირის გამო ფრანგი და ავსტრალიელი სამხედროების დახოცვასთან, ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან კატარის დედაქალაქში, სადაც შიდაავღანური მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.

ორი მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს მომავალ კვირაში მას მერე, რაც დასრულდა პატიმრების გაცვლის ხანგძლივი პროცესი. ბოლო თალიბი პატიმრები, ამ ექვსის გარდა, გაათავისუფლეს გასულ კვირაში.

„ექვსი თალიბი დარჩებიან კატარში ნოემბრის ბოლომდე და შემდეგ დაბრუნდებიან ქაბულში", განუცხადა მთავრობის წყარომ როიტერსს.

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, მთავრობის დელეგაცია მოლაპარაკებაზე გაემგზავრება 11 სექტემბერს.

ეს მოლაპარაკება ნაწილია აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმებისა, რომლის პირობა იყო პატიმრების განთავისუფლება და რომლის მიხედვით უცხოეთის ჯარები დატოვებენ ავღანეთს 2021 წლის მაისისთვის. ამის სანაცვლოდ თალიბანი იძლევა კონტრტერორისტულ გარანტიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG