Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო და ავღანეთის დელეგაცია კატარში ჩავიდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე


აშშ-ის სახელომწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და ავღანეთის დელეგაცია 11 სექტემბერს კატარში ჩავიდნენ, სადაც 12 სექტემბერს, არაერთგზის გადადებული სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართება ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების წარმომადგენლებს შორის კატარში გაიმართება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა ამ ნაბიჯს და მოუწოდა მხარეებს, ხელიდან არ გაუშვან „ავღანეთისთვის ეს ისტორიული შესაძლებლობა და ბოლო მოუღონ ომსა და სისხლისღვრას, რაც ქვეყანაში 4 ათეული წლის განმავლობაში გრძელდება“. 11 სექტემბერს დოჰაში გამგზავრებამდე მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ავღანეთის ორ მხარეს შორის შეიძლება იყოს ბევრი „სადავო“, მაგრამ ის ერთადერთი გზაა, თუ ავღანელებს ხანგრძლივი კონფლიქტების შემდეგ მშვიდობის მიღწევა სურთ.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაიკ პომპეო გაემგზავრება დოჰაში, რათა დაესწროს შიდაავღანური დიალოგის გახსნას.

ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის მოლაპარაკების დაწყება იყო მთავარი საკითხი აშშ-სა და თალიბებს შორის თებერვალში ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმისა. მაგრამ შიდაავღანური დიალოგის დაწყება გაჭიანურდა ქაბულსა და თალიბანს შორის ტყვეთა საყოველთაო გაცვლის პროცესის თაობაზე წარმოქმნილი უთანხმოების გამო, რომლის გადაწყვეტაც ავღანეთის დიდი კრების - ლოია ჯირგას - მოწვევით გახდა შესაძლებელი.

როგორც ავღანეთის დელეგაციის წევრმა, ფავზაი კოფიმ, აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები დოჰაში 11 სექტემბერს გაემგზავრებიან, მოლაპარაკების გახსნა კი 12 სექტემბერს იგეგმება.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ დოჰა 12 სექტემბერს უმასპინძლებს შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას.

იუწყებიან, რომ თალიბების მხრიდან მომლაპარაკებლები უკვე ჩავიდნენ კატარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG