Accessibility links

site logo site logo

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


გორის რაიონულმა სასამართლომ გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ. ლ. დამნაშავედ ცნო და მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა", -აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, რომლის თანახმადაც გორის რაიონულმა სასამართლომ ლ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG