Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ასანიძემ და ირაკლი ცირეკიძემ ოლიმპიური კომიტეტის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო საარჩევნო ყრილობა ხმის უფლების მქონე რამდენიმე დელეგატმა დღის წესრიგის უმთავრეს საკითხზე მისვლამდე დატოვა. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გიორგი ასანიძემ და ირაკლი ცირეკიძემ და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება მოითხოვეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დელეგატთა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღეს, პროტესტის ნიშნად ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო საარჩევნო ყრილობა სასტუმრო „სტამბაში“ 12:00 საათზე დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები დღის წესრიგის ბოლო - მეხუთე - საკითხია და მასში მონაწილეობას ერთადერთი კანდიდატი მიიღებს - სეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG