Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში სუპერმარკეტები და სასტუმროები რეგულაციების დაუცველობისთვის დააჯარიმეს - ობიექტების სია


ბათუმში შრომის ინპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად პანდემიიის პირობებში მუშაობის დადგენილი რეგულაციები ვერ დააკმაყოფილა 2-მა სასტუმრომ, 7-მა სუპერმარკეტმა. 3-მა სარიტუალო დარბაზმა, 17-ს შეუჩერდა მუშაობის უფლება. შემოწმუბული 28 რესტორნიდან რეკომენდაციები ყველგან დაცული აღმოჩნდა.

შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ შემოწმდა 8 სასტუმრო, რომელთაგან

მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა:

  • აისი
  • ბესტ ვესტერნი
  • მერკური
  • აქვა ჰოტელი
  • შერატონი
  • რედისონი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა სასტუმრომ:

  • სტამბული
  • გალოგრე

8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებიდან მოთხოვნები მხოლოდ 1-მა დააკმაყოფილა:

  • გუდვილი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა. ისინი 10 000 ლარით დაჯარიმდნენ:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდება. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება.

ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც.

გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული.

მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტმა (რესტორანი):

  • შავი ზღვა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა

გასული 24 საათის განმავლობაში, ბათუმში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 15 მოქალაქის ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის თქმით, გუშინ ტესტი 2700-მდე მოქალაქეს აუღეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG