Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ევროპას მოუწოდებს, იმოქმედოს და ამბობს, რომ რუსეთის პოლიტიკა ახლომხედველურია


პავალ ლატუშკა

ბელარუსის ოპოზიციის წამყვანი წარმომადგენელი ევროკავშირს მოუწოდებს, შეასრულოს თავისი ვალდებულება - მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და გამოაცხადოს, რომ შეწყვეტს ალიაქსანდრ ლუკაშენკას მმართველობის აღიარებას სამთვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ.

„ეს ბელარუსის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სიგნალია. განცხადებების დრო წავიდა, ახლა საჭიროა მოქმედება“, განუცხადა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს 10 სექტემბერს პავალ ლატუშკამ, რომელიც დიდხანს მუშობდა ბელარუსის სხვადასხვა სამთავრობო თანამდებობაზე და ახლა ოპოზიციონერების რიგებშია.

ლატუშკა, რომლის თქმით, ბელარუს მესაზღვრეებს დიპლომატიური მანქანით დაუსხლტა, პრაღაში შეხვდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროკავშირის განცხადების გარშემო სასაუბროდ. ბელარუსის ყოფილი ელჩი წევრია ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმისა, რომელიც აგვისტოში სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით ჩამოყალიბდა.

საკოორდინაციო საბჭოს სურს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს 5 ნოემბრის შემდეგ ლუკაშენკას აღიარება.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც 26 წელიწადია მართავს ქვეყანას, კენჭისყრის შემდეგ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ხმების 80 პროცენტით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შედეგები ლუკაშენკას სასარგებლოდ გაყალბდა. ლატუშკას თქმით, პოლონეთი და ლიტვა უკვე გამოვიდნენ ასეთი განცხადებით და ფიქრობს, რომ ჩეხეთიც მზადაა მხარდაჭერისთვის. მან ჟურნალისტებს უთხრა ასევე, რომ ლუკაშენკას ძალიან კარგად ესმის, რომ სახელმწიფო აპარატი დღეს მისი წინააღმდეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG