Accessibility links

აშშ-ში საფეხბურთო სეზონი გულშემატკივრების თანდასწრებით იწყება კორონავირუსის კრიზისის პირობებში


მაყურებელთა ტრიბუნა Kansas City Chiefs-ის და Houston Texans-ის შეხვედრისას, 10 სექტემბერს, კანზას სიტიში

ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ, ამერიკული პროფესიონალური ფეხბურთის უმაღლესმა კონფერენციამ, თავისი 101-ე სეზონი მოქმედი ჩემპიონის, Kansas City Chiefs-ის მიერ, სტუმრების, Houston Texans-ის დამარცხებით გახსნა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მატჩი, რომელიც კორონავირუსის კრიზისის დასაწყისიდან ტრიბუნებზე გულშემატკივრების თანხლებით ჩატარდა შეერთებულ შტატებში.

კანზას სიტის გუნდმა 17 000-ზე ნაკლები გულშემატკივრის დასწრება დაუშვა 75 000-ადგილიან სტადიონზე, საიდანაც მატჩი ეროვნული ტელევიზიით გადაიცა 10 სექტემბერს. მაყურებლებს თამაშის განმავლობაში ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ევალებოდათ.

პირველი შვიდი რიგი ტრიბუნებზე ცარიელი იყო, რათა თავიდან აეცილებინათ ვირუსის გადადება გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის.

ლიგამ უფლება მისცა ცალკეულ გუნდებს, თავად გადაეწყვიტათ, დაუშვებდნენ თუ არა გულშემატკივრებს თავიანთ თამაშებზე, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც დააწესა სხვადასხვა შტატმა.

კიდევ ხუთმა გუნდმა განაცხადა იმის შესახებ, რომ დაუშვებენ გულშემატკივრებს მატჩებზე.

ამ ვითარებაში სიკვდილიანობის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ აშშ-ში 194 000-ს გადააჭარბა.

ხოლო ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის საავადმყოფოებისა და კლინიკების სამედიცინო ჩანაწერების ახალი ანალიზის მიხედვით, კორონავირუსი ლოს-ანჯელესში, სავარაუდოდ, უკვე 2019 წლის დეკემბერში იყო - უფრო ადრე, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეიტყობდა უჩვეულო ინფექციის შესახებ უჰანში, ჩინეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG