Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და ლუკაშენკა პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავენ არჩევნების შემდგომი კრიზისის პერიოდში


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მათი შეხვედრისას 2017 წელს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მათი შეხვედრისას 2017 წელს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მომავალ კვირაში ერთმანეთს შეხვდებიან პირისპირ, პირველად 9 აგვისტოს არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების პერიოდში, როცა დემონსტრანტები მოითხოვენ ლუკაშენკას გადადგომას, რაც მოჰყვა მის კვლავ სადავო არჩევას პრეზიდენტად.

კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის თანახმად, შეხვედრა გაიმართება 14 სექტემბერს, სოჭში.

მათი შეხვედრის ფონია საპროტესტო გამოსვლები, რომლის მონაწილეები არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმად ლუკაშენკამ 80 პროცენტი მიიმხრო, არ იზიარებენ, ითხოვენ მის გადადგომას და ახალ არჩევნებს.

სულ მცირე ცხრა დემონსტრანტი დააკავეს მინსკის სასამართლოს შენობის წინ, როცა მათ შეხვედრა გამართეს იმ მუშების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, რომლებიც გაფიცვის უფლებას იცავენ.

პოლიციამ დააკავა დემონსტრანტები ასევე ვიტებსკში, ჰომელში, ბარანავიჩიში, იტყობინება „ვიასნა“, უფლებადამცველი ჯგუფი.

9 აგვისტოს შემდეგ ათასობით დემონსტრანტი დააკავეს და ასეულობით სცემეს პოლიციის მიერ გამოსვლების სასტიკი ჩახშობისას, რაც დაიგმო ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG