Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ სწავლას 14 სექტემბერს დისტანციურად დაიწყებს


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ COVID - 19-ით გამოწვეული სიტუაციის გამო, ცვლილებები შევიდა სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატში. თსუ-ში სწავლა 14 სექტემბერს დისტანციურად (ონლაინ) დაიწყება.

განცხადების თანახმად, იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები 14 სექტემბრიდან სრულად იწყებენ სწავლას დისტანციური მეთოდით.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დისტანციურ სწავლებას 21 სექტემბერს დაიწყებს.

ინფორმაცია სტუდენტებისთვის ონლაინსწავლების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განთავსდა LMS.TSU.GE-ზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

XS
SM
MD
LG