Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თვლის, რომ ლუკაშენკას მხარდაჭერით რუსეთი ბელარუს ხალხს თავის წინააღმდეგ განაწყობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა განაცხადა, რომ რუსეთი რისკზე მიდის, რომ დაკარგავს ბელარუს ხალხთან მეგობრულ კავშირს, თუ კრემლი გააგრძელებს ავტორიტარული მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკას მხარდაჭერას.

„ბელარუსების უმრავლესობა რუსეთს ხედავს, როგორც ყველაზე ახლო ქვეყანას და ჩვენ პატივს ვცემთ ამ გრძნობებს და სუვერენულ არჩევანს“, თქვა ბიგანმა და განაგრძო, არ გვესმის, როგორ შეუძლია მოსკოვს მხარი დაუჭიროს რეჟიმს და ასეთ ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა ქმედება შეკრების, გაერთიანების და სიტყვის თავისუფლებას გამოხატვაა, უთხრა ბიგანმა ჟურნალისტებს 11 სექტემბერს.

თუ რუსეთის მმართველები ამ გზით ივლიან, ისინი რისკავენ, რომ ბელარუსი ხალხი, რომელსაც არ აქვს რუსეთის მიმართ პრეტენზია, მოსკოვის საპირისპიროდ შებრუნდება, თქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც 26 წელიწადია მართავს ქვეყანას, 9 აგვისტოს კენჭისყრის შემდეგ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ხმების 80 პროცენტით. ოპოზიცია აცხადებს, რომ შედეგების გაყალბება მოხდა მის სასარგებლოდ. მას მერე ბელარუსის ქალაქებში მიმდინარეობს სპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG