Accessibility links

მეუფე ნიკოლოზი დაკავებულ „სასულიერო პირზე“: „ამაზრზენი ფაქტია, ვინც უნდა იყოს, კანონი არის უზენაესი“


ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) პოლიციის მიერ იმ პირის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც თავის თავს სასულიერო პირს უწოდებდა და რომელიც არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საეკლესიო წესებით, არავის აქვს უფლება, ისარგებლოს საეკლესიო ატრიბუტიკით, ანაფორით, ხოლო თუ ვინმე თვითმარქვიაა, ის სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს.

მეუფე ნიკოლოზის სიტყვებით, მას ამ ამბის შესახებ პირველად ესმის და მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი:

ამაზრზენი ფაქტია, რა თქმა უნდა, თუმცა მე ეს ამბავი პირველად მესმის. იმის მიუხედავად, თუ ვინ არის კანონის დამრღვევი, სასულიერო პირია, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, სხვა უწყების წარმომადგენელი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, კანონი უნდა იყოს უზენაესი“, - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG