Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის ცენტრში დემონსტრანტებმა ბარიკადების აგება დაიწყეს


მინსკში, ტიმირიაზევის ქუჩაზე, აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აგება დაიწყეს.

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, 13 სექტემბრის აქციის, „გმირების მარშის“, მონაწილეები ცდილობენ, რომ ბარიკადები ააგონ იმ საგნებისგან, რაც ხელში მოხვდებათ.

ქუჩაზე ტრანსპორტის მიმოსვლა შეწყვეტილია. სავალი ნაწილი დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული.

13 სექტემბერს, საპროტესტო აქციების 36-დღეს, რაც ბელარუსში 9 აგვისტოს უსამართლო საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, მინსკსა და სხვა ქალაქებში „გმირების მარში“ იმართება.

მილიციამ დილიდან დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება. იუწყებიან, რომ სასტიკად დააკავეს 200-ზე მეტი დემონსტრანტი.

მინსკის ცენტრში მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და სპეციალური ტექნიკა.

საპროტესტო აქციაში, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150 ათას კაცამდე მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG