Accessibility links

მინსკში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში, სადაც კვირას მრავალრიცხოვანი მსვლელობა, „გმირების მარში“ გაიმართა, მილიციის სპეცდანიშნულების ძალებმა წყლის ჭავლითა და უხეში ძალის გამოყენებით დაშალეს დემონსტრანტები.

დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი და, როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, დაკავება კვლავაც გრძელდება.

ყველაზე მასობრივ დაკავებას ადგილი ჰქონდა ძერჟინსკის გამზირზე, სასტუმრო „რენესანსის“ მახლობლად და მაიაკოვსკის ქუჩაზე.

Belarus - Protest march in HRODNA, 13sep2020
Belarus - Protest march in HRODNA, 13sep2020

„ყველა დაკავებული იყენებდა დაურეგისტრირებელ დროშებს და სხვა სიმბოლიკას, ასევე სხვადასხვა, მათ შორის, შეურაცხმყოფელი შინაარსის, პლაკატები“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მომხდარი დაკავების პასუხად.

რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დააკავა მილიციამ ქალაქ ჰროდნოში, სადაც 13 სექტემბერს ასევე გაიამართა საპროტესტო აქცია.

უფლებათდამცველი ორგანიზაცია "ვიასნა" ცდილობს დაადგინოს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა, მათი ვინაობა და ადგილსამყოფელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG