Accessibility links

ნავალნის შტაბების ხელმძღვანელები ტომსკისა და ნოვოსიბირსკის დეპუტატებად აირჩიეს


ქსენია ფადეევა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, შტაბების კოორდინატორებმა ნოვოსიბირსკსა და ტომსკში, წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვეს 13 სექტემბერს გამართულ რეგიონულ არჩევნებში.

სწორედ ამ ორ ქალაქში იმყოფებოდა თავის მომხრეებთან შესახვედრად ალექსეი ნავალნი, რომელმაც ტომსკიდან დაბრუნების დროს თვითმფრინავში გონება დაკარგა, როგორც მოგვიანებით, ბერლინში ჩატარებული გამოკვლევით დადასტურდა,- „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგად.

კერძოდ ტომსკის საქალაქო დუმის არჩევნებში გაიმარჯვა ნავალნის შტაბის კოორდინატორმა, ქსენია ფადეევამ.

ამის შესახებ ფადეევამ თავად აცნობა მომხრეებს საარჩევნო ოლქიდან კენჭისყრის შედეგების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.

კერძოდ 9-იდან 7-საარჩევნო უბანში ფადეევა უსწრებს მმართველი პარტია, „ედინაია როსიას“, კანდიდატს.

ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა ასევე ნავალნის მეორე რეგიონული შტაბის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ, რომელმაც ნოვოსიბირსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატის მანდატს მიიღებს ერთ-ერთ ოლქში გაიმარჯვების შედეგად.

13 სექტემბერს რუსეთის 41 რეგიონში გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების, საქალაქო საბჭოებისა და მუნიციპალიტეტების დეპუტატების არჩევნები.

რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას" თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ კენჭისყრის წინასწარი შედეგებით რეგიონულ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს სახელისუფლებო პარტია.

მმართველი პარტიის მთავარი საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა, კი განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელთა არჩევნებში "ედინაია როსიას" ყველა კანდიდატმა გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG