Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში 650-ს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა


სოხუმი
სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

13 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 656 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 186. COVID-19-ით გარდაცვლილია 6 ადამიანი.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია 11 პაციენტი.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოს დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და ტურისტების მიღება დაიწყო. რუსეთი, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს აჭარბებს, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაისში დაადასტურეს. მაისიდან ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 575. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 244 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG