Accessibility links

site logo site logo

ახმეტაში კორონავირუსის 10-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა. შემთხვევების მატების გამო, სოფელ მატნის შესასვლელში დაიდგა სპეციალური კარავი, სადაც დილიდან დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა ტესტირება.

მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი კი ინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 11 სექტემბერს. ინფიცირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი ჰქონდა გორში, საიდანაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 12 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა მის მშობლებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG