Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 პაციენტი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 14 სექტემბერს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1370 ადამიანი. 13 სექტემბერს ეს რიცხვი 1369 იყო. შესაბამისად, ბოლო 24 საათში დადასტურებულია 1 პაციენტის გამოჯანმრთელება.

დღეს დილით, საქართველოში აღირიცხა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 57%-ია.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG