Accessibility links

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა პოლიციის 3 თანამშრომელს


კორონავირუსით ინფიცირებულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2 და საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლების ტესტირების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი, პოლიციელები ამჟამად კლინიკაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია. შსს-ს ცნობითვე, ყველა თანამშრომელი, რომლებთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, დაკვირვების ქვეშაა და აღებული აქვთ ტესტები.

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 158, ხოლო 13 სექტემბერს - 152 შემთხვევა დაფიქსირდა. უმრავლესობა აჭარის რეგიონში. დღეს, 14 სექტემბერს, დადასტურდა 165 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 165-დან 108 შემთხვევა აჭარაშია.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG