Accessibility links

ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმში რუსეთის მიერ ჩატარებულ „ადგილობრივ“ არჩევნებს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენელმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც გამოხატულია ბლოკის პოზიცია რუსეთში 13 სექტემბერს გამართული რეგიონული და ადგილობრივი არჩევნების თაობაზე.

განცხადებაში წერია, რომ გუბერნატორის არჩევნები ჩატარდა ასევე სევასტოპოლში.

„ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ და ამიტომ, არ ცნობს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს“, წერია 14 სექტემბრის განცხადებაში, რომელშიც ასევე განვრცობილია ევროკავშირის პოზიცია, რომ „არცერთ პირს, ვინც არჩეულია რუსეთის მიერ გამართული კენჭისყრის შედეგად ყირიმის ნახევარკუნძულზე და რომელიც თავს აცხადებს ყირიმის და სევასტოპოლის „წარმომადგენლად“, ევროკავშირი არ ცნობს უკრაინის ნაწილის - ამ ტერიტორიების წარმომადგენლად.

განცხადების ბოლოს ევროკავშირი კვლავ ადასტურებს, რომ უცვლელად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG