Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში კიდევ 5 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი - 2 „ენგურჰესის“ თანამშრომელია


რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში კიდევ 5 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან 2 „ენგურჰესის“ თანამშრომელია, დანარჩენები კი - მათთან კონტაქტში მყოფი პირები. როგორც რადიო თავისუფლებას „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, 10 სექტემბრიდან დღემდე კორონავირუსი ჰესის 50-მდე თანამშრომელს დაუდგინდა, მანვე აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად ჰესის სრულყოფილად მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.

ლევან მებონიას თქმით, „ენგურჰესში“ 800 თანამშრომელია, რომელთა გადანაწილებაც საჭიროების შესაბამისად ხდება.

„ტარდება ტესტირებები, ზოგიერთი კარანტინაშია და ხდება თანამშრომელთა გადანაცვლება-გადმონაცვლება“, - განაცხადა ლევან მებონიამ.

10 სექტემბრიდან დღემდე საბერიოში კორონავირუსის 56 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი „ენგურჰესის“ თანამშრომელია.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 165 ადამიანს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში განაცხადეს, აქედან 29 იყო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრები, საიდანაც ხუთმა დადებითი პასუხი მიიღო.

საქართველოში დღეს, 14 სექტემბერს დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 165-დან 108 შემთხვევა აჭარაშია.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG