Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარებული 2700-ზე მეტი PCR-ტესტიდან კორონავირუსზე 124 მოქალაქის პასუხი დადებითია.

როგორც აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა, შემთხვევების უმეტესობა წინა დღეებში ინფიცირებულთა კონტაქტებია, „რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ მიზნობრივი კვლევა ჩაუტარდათ“.

მისივე თქმით, რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა სამედიცინო დაწესებულებებში, დადასტურებულ შემთხვევებს შორისაა, აგრეთვე, მოხუცთა თავშესაფარი „სავანე“, სადაც კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა.

ნონა ეფაძის განცხადებით, დაწესებულება იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ. ბენეფიციარებსა და პერსონალს ჩაუტარდათ მიზნობრივი PCR-ტესტირება.

„ინკუბაციის პერიოდში უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს იქ. დადასტურებული შემთხვევების პაციენტები კი გადაყვანილნი არიან კლინიკაში“.

აჭარაში სულ 414 კოვიდპაციენტია. აქედან 285 მკურნალობას გადის სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG