Accessibility links

"უცნობი" "ქართული არხის" მმართველი ხდება


გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც საზოგადოებაში "უცნობის" სახელით არის ცნობილი, "ქართული არხის" მმართველი ხდება. ამის შესახებ მან თავადვე ისაუბრა თავის საავტორო გადაცემაში.

ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51-პროცენტიან წილს, კვლავ სასულიერო პირი ალექსანდრე გალდავა ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხელშეკრულებას გიორგი გაჩეჩილაძის შვილი, ირინა გაჩეჩილაძე აწერს ხელს. ის ხათუნა მაცაბერიძის 49-პროცენტიან წილში 20 ათას დოლარს იხდის. კონტრაქტის მიხედვით, 7 ათასი დოლარი უკვე გადახდილი უნდა იყოს, დარჩენილი 13 ათასი კი - 30 ოქტომბრამდე.

რადიო თავისუფლებამ გიორგი გაჩეჩილაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო. თუმცა მან "ქართული არხთან" დაკავშირებით თავისსავე საავტორო გადაცემაში ისაუბრა.

"ყველა ტელევიზია ასე თუ ისე პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. მე მიხარია, რომ გაგვიჩნდა შანსი, რომ პატარა სივრცეში გაკეთდეს ტელევიზია, არა ფულზე და დიდი ხარჯებზე დამოკიდებული, არამედ ნიჭზე და გემოვნებაზე ორიენტირებული... იყო, ასე მეუბნებოდნენ, ეს ქართული არხი შავრაზმელობასთან [არის ასოცირებული]", - თქვა გაჩეჩილაძემ.

ტელევიზიის ყიდვის ხელშეკრულება 9 სექტემბრით თარიღდება. ამავე დღით თარიღდება ცესკოსა და შპს "უცნობი მედია ჰოლდინგს" შორის დადებული ხელშეკრულება. 15-ათასლარიანი ხელშეკრულებით რადიო "უცნობსა" და "ქართულ არხზე" საარჩევნო კლიპების განთავსებაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG