Accessibility links

site logo site logo

უგულავა "ნაციონალურ მოძრაობას": პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობია, სახეს გაუფრთხილდით


გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე თავიანთი პლაკატების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში ამის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

„კოლეგებო ენმ-დან ადგილი არ გყოფნით, თუ ქოცებს ვერ უბედავთ?!, იქნებ "შეკრულები" ხართ?
პ.ს. პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო. ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ. ხოდა სახეს გაუფრთხილდით😡🤢“, - წერს გიგი უგულავა ფეისბუკში.

მის ამ პოსტს გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. აღნიშნული საკითხის მედიასთან კომენტირებისას რომან გოცირიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ პლაკატი "ნაციონალური მოძრაობის" გადაკრულია და პროვოკაციაც არ გამორიცხა.

"იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს. რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც გვყავს საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება", როდესაც სამომავლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ კოალიციურ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ერთად უნდა ვმართოთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ "რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა" ამ საკითხზე წყალს ოპოზიციის წისქვილზე არ ასხამს:

"ხანდახან სჯობს, თავი შევიკავოთ. მე ამ პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ. ჩვენ გვყავს საერთო სამიზნე, ეს არის ჩვენი მოწინააღმდეგე, გაკოტრებული და წარუმატებელი ხელისუფლება. ამიტომ, ოპოზიციის კონსოლიდაცია იქნება მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი. ასე რომ, ჯობია, ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია", - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG