Accessibility links

logo-print logo-print

ჭიდაობასა და ძალოსნობაში სექტემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატები გადაიდო


გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ჩაიშალა. 17-20 სექტემბერს ბათუმში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონატი უნდა გამართულიყო. ბათუმსავე უნდა ემასპინძლა 18-20 სექტემბერს ძალოსნობაში საქართველოს პირველობისთვის, მაგრამ ორივე ღონისძიება გადაიდო.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასამართი ეროვნული ჩემპიონატი გადავადდეს ნოემბრის პირველ დეკადამდე. კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით განახლებული დებულების სახით“, – წერია ძალოსნობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG