Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში სამი ჟურნალისტს შეუფარდეს ათი და 15-დღიანი პატიმრობა


15 სექტემბერს ბელარუსში მიმდინარეობს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესები.

მინსკში სასამართლომ 10 დღით პატიმრობა მიუსაჯა გამოცემა „მედია-პოლესიეს“ ჟურნალისტს, ევგენი ნიკოლაევიჩს.

მან ერთი ათდღიანი პატიმრობის ვადა უკვე მოითავა. ევგენი ნიკოლაევიჩი 10 აგვისტოს დააპატიმრეს, სცემეს და შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევისთვის.

მინსკში 15 დღე-ღამით პატიმრობა შეუფარდეს წინა დღით დაკავებულ სპორტულ გაზეთ „პრესბოლის“ ჟურნალისტს, სერგეი შკუროს.

იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ასევე მასობრივი ღონისძიებების წესების დარღვევისთვის.

ქალაქ ჰომელში 10 დღე-ღამით დააპატიმრეს პორტალ „ძლიერი ამბების“ თანამშრომელი, ჟურნალისტი მარინა დრობიშევსკაია. სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან ფოტოკორესპონდენტები ალიაქსანდრ ვასიუკევიჩი და ვლად გრიდინი.

იგი იყო რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც ხელისუფლებამ აკრედიტაცია ჩამოართვა.

ვასიუკევიჩი და გრიდინი 13 სექტემბერს დააკავეს მინსკში მდებარე ერთ-ერთ ბარში, ჩამოართვეს პირდაპირი ჩართვის მოწყობილობა და ღამე წინასწარი დაკავების საკნებში გაატარებინეს.

ბელარუსში უკვე 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

მასობრივი მღელვარება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 80%-ით არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, გამოცხადებას.

საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს.

გაეროს თანახმად, არეულობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი. კიდევ 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია.

13 სექტემბერს მინსკში გამართული საპროტესტო მსვლელობის - "გმირების მარშის" დროს სამართალდამცავებმა 774 ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG