Accessibility links

იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


იაპონიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ახალი თავმჯდომარე, 71 წლის იოშიჰიდე სუგა.

პარლამენტში კენჭისყრამდე გადადგა იაპონიის მთავრობა პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ხელმძღვანელობით. მთავრობის ახალ შემადგენლობას სუგა დააკომპლექტებს.

იოშიჰიდე სუგა წლების განმავლობაში იყო იაპონიის მთავრობის გენერალური მდივანი. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც.

იაპონიის წინა პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG