Accessibility links

ექიმის თქმით, გოგი წულაიას მწვავე ინფარქტი აქვს


პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია გულის მწვავე შეტევით დღეს დილით კლინიკა „ელჯიში“ მოათავსეს. კლინიკის დირექტორის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და სამედიცინო მანიპულაცია.

„გოგი წულაიას აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ეს არის მისი რიგით მესამე მწვავე შეტევა. მას ჩატარებული აქვს სამი კორონალური სტენტირება. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ესაჭიროება აუტოკორონოგრაფიული შუნტირების ოპერაცია. შეიკრიბება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება ოპერაცია“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან ზაზა ლომინაძემ.

გოგი წულაია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია ქვემო იმერეთის ოლქში, ის კენჭს იყრის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის, ხონის ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG