Accessibility links

აშშ-ში ვირტუალურად განიხილავენ რელიგიის თავისუფლების "შემაშფოთებელ ვითარებას" რუსეთსა და შუა აზიაში


რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების აშშ-ის კომისია (USCIRF) 16 სექტემბერს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს, მისი განცხადებით, იმ შემაშფოთებელი ვითარების შესახებ, რომელიც რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებშია შექმნილი.

რუსეთსა და შუა აზიის სახელმწიფოებში რელიგიის თავისუფლებას ძირს უთხრიან გვიანდელი 1990-იანი წლებიდან, როცა ბევრმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მიიღო რეპრესიული რელიგიური კანონები, - ამბობს ვაშინგტონში განთავსებული კომისია. USCIRF-ის განცხადებით, რეგიონში ოფიციალური პირები "მკაცრად აკვირდებიან და არეგულირებენ რელიგიურ პრაქტიკას, რაც მოიცავს სარიტუალო სივრცეებში სათვალთვალო კამერების განთავსებას და მორწმუნეთა თემების წევრების პირადი ინფორმაციის შესახებ ოფიციალური მონაცემების შენახვას".

USCIRF არის დამოუკიდებელი, ორპარტიული ჯგუფი, რომელიც კონგრესმა შექმნა და რომელიც რელიგიის გლობალური თავისუფლების შესახებ გამოდის რეკომენდაციებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG