Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა


კახეთის რეგიონში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა - ორი სიღნაღში, ერთი ახმეტაში და ერთი ლაგოდეხში.

სიღნაღში კორონავირუსი დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. მათი დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ლაგოდეხში ინფიცირებულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა. ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მამაკაცი 10 სექტემბერს ბათუმში ქორწილს ესწრებოდა, ლაგოდეხში დაბრუნებულს კი ტესტირება ჩაუტარდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელია. ამ ეტაპზე მოძიებულია მისი 26 კონტაქტი და ეს პროცესი გრძელდება.

ბოლო დღეებში კახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევა დადასტურდა. უმეტესობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. სოფლის შესასვლელ-გასასვლელში განთავსებულია დროებითი გამშვები პუნქტები და საველე კარავი. მატანში შემსვლელებს და სოფლიდან გასულებს ტემპერატურას უზომავენ და ტესტირებისთვის ნიმუშებს უღებენ. ეპიდსიტუაციის გართულების გამო მატნის ორ სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG