Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუბერტ კნირში: რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში საკითხების ნუსხა იზრდება და იზრდება


გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლაპარაკობს ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ, რომელშიც დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება.

ელჩის განცხადებით, 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმა უკვე 12 წელია არ სრულდება და ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია. დიპლომატი მიუთითებს 2008 წლის შემდგომ რუსეთის სხვა ქმედებების შესახებ.

„სამწუხაროდ, რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში საკითხების ნუსხა იზრდება და იზრდება. ამასთან, გვქონდა ყირიმის ანექსია, უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის ჩარევა, გვქონდა ადამიანებზე კრიმინალური თავდასხმების ბევრი შემთხვევა ევროპის ქვეყნებში. ეს ყველაფერი იძლევა შეშფოთების საფუძველს. როცა რუსეთს ველაპარაკებით, მწვავე საკითხების ნუსხა ძალიან გრძელია. ლაპარაკია სანქციებზე. შეიძლება, უფრო დეტალურადაც ვილაპარაკოთ ამაზე. ყველაფერი უნდა განვიხილოთ ერთობლიობაში, კონტექსტის გათვალისწინებით და საქართველო ამ შფოთვის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - თქვა ჰუბერტ კნირშმა.

16 სექტემბერს ევროპის პარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ანგარიში ევროპის კავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე. მასში ევროპარლამენტარები საქართველოს კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით.

რადიო თავისუფლება მალე შემოგთავაზებთ გერმანიის ელჩთან ინტერვიუს სრულ ვერსიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG