Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა საქართველოს და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო სწავლება


საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“. რიგით მეხუთე სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნების დახურვის ცერემონიაზე მონაწილე სამხედროებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და აშს-ის ელჩმა.

წვრთნები, რომლის დევიზი იყო: „ძალა პარტნიორობაშია“, 7-18 სექტემბერს მიმდინარეობდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

სწავლების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.

XS
SM
MD
LG