Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს თბილისიდან დაკარგულ კაცს 12 აგვისტოდან ეძებს


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში გაუჩინარებულ კაცს 12 აგვისტოდან დღემდე უშედეგოდ ეძებენ. ამირან გაფრინდაშვილთან ოჯახს ბოლო კომუნიკაცია 29 ივლისს ჰქონდა.

"მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირისთვის თავისუფლების აღკვეთის გამო დგება.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ რაიმე ინფორმაცია ექნებათ დაკარგულის შესახებ, 112-ში დარეკონ და აცნობონ.

XS
SM
MD
LG