Accessibility links

მსოფლიოში სულ 30 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით


კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მთელ მსოფლიოში ამ ვირუსმა შეიწირა 945 ათასი ადამიანი. სულ ინფექცია დაემართა 30 მილიონ პირს, მათგან გამოჯანმრთელებულია 20 მილიონზე მეტი.

ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს.

14 სექტემბერს დღიური ზრდა გადასცდა ერთ მილიონს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სექტემბერში რამდენჯერმე აღნიშნა დღიური სარეკორდო ზრდა.

დაავადებულთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ, 6,6 მილიონი შემთხვევით. დაღუპულთა რაოდენობა იქ 200 ათასს მიუახლოვდა. აშშ-ს მოჰყვება ბრაზილია და ინდოეთი.

ბოლო კვირებში ინფექციამ სწრაფად იწყო გავრცელება ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ჩეხეთში. ამ ეტაპზე ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მონაცემები ბევრად ასცდა მარტის მონაცემებს, როცა პანდემია დაიწყო. ავსტრიამ და ჩეხეთმა გამოაცხადეს მეორე ტალღის დაწყების შესახებ. არაერთი ქვეყანა უბრუნდება შეზღუდვის მკაცრ ზომებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG