Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აკრძალავს TikTok-სა და WeChat-ს აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში


აშშ 20 სექტემბრიდან აკრძალავს ამ ქვეყნის აპლიკაციების მაღაზიებში ჩინურ TikTok-სა და WeChat-ს.

ამის თაობაზე ვაჭრობის დეპარტამენტმა 18 სექტემბერს გამოაცხადა, რითაც შესრულდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ამ აპლიკაციების წინააღმდეგ სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით გამოთქმული მუქარა.

ამ განკარგულებით აიკრძალება Apple Inc's-ის, ასევე Alphabet Inc's-ის Google Play-ს მიერ ამ აპლიკაციების შეთავაზება ამერიკის ყველა პლატფორმაზე.

გადაწყვეტილება არ ეხება მომხმარებელს აშშ-ის გარეთ.

WeChat-ი, რომელიც Tencent-ს ეკუთვნის, შეტყობინების, სოციალური მედიის და ელექტროთამაშების მომსახურების აპლიკაციაა, შეაჩერებს მუშაობას 20 სექტემბერს.

ვიდეოების გაზიარების აპლიკაციის, TikTok-ის ჩამოტვირთვა განახლების მიზნით შეუძლებელი იქნება, მაგრამ მისი გამოყენება ნოემბრის 12-მდეა დაშვებული, სანამ აკრძალვა სრულად შევა ძალაში. ამით, მის მესაკუთრეს, ByteDance-ს, შესაძლებლობა ეძლევა, თავისი ამერიკული ოპერატორების მომავლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიოს. მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას მიიღებს ByteDance-სა და ამერიკულ Oracle-ს შორის თანამშრომლობის შესახებ, რის შედეგადაც აპლიკაციას აკრძალვა აღარ შეეხება.

ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ 20-დან აკრძალავდა TikTok-ს, რომელსაც ბრალად დასდო, რომ ჩინეთის დაზვერვის იარაღია და ByteDance-ს მოსთხოვა, გაეყიდა აშშ-ში თავისი საქმიანობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG