Accessibility links

ახალციხეში გამოკვლეულ 70-მდე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა


ახალციხეში 67-მა პირმა უკვე გაიგო თავის კოვიდსტატუსთან დაკავშირებით ინფორმაცია. მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. კიდევ ერთი პირის ანალიზების პასუხს ელოდებიან დღეს.

დაახლოებით ამდენივე პირის პასუხს ელოდებიან ხვალ ან უახლოეს მომავალში. პასუხების სისწრაფე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს ლაბორატორია მონაცემების დამუშავებას.

ახალციხეში 200-მდე პირი მას შემდეგ გადავიდა იზოლაციაში, რაც მათ შეხება ჰქონდათ სომხეთიდან საქართველოში დედის დაკრძალვაზე ჩამოსულ პირთან. იზოლირებულ პირებს შორის იყვნენ პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სილამაზის სალონის თანამშრომლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG