Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ადამიანი გავიდა ბელარუსის ქუჩებში ლუკაშენკას საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების მოსაწყობად


ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა მინსკის ცენტრში 20 სექტემბერს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ქალთა მსვლელობა გაიმართა პრეზიდენტ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით, როცა ასეულობით ქალი დააკავეს.

ხელისუფლებამ დაჯავშნილი სამხედრო სატვირთო მანქანები გამოიყვანა ქუჩებში და მავთულხლართების გავლებას აპირებდა მინსკის ცენტრში დაგეგმილი მსვლელობის წინ. ოპოზიციური ახალი ამბების საიტებმა გაავრცელეს ვიდეო- და ფოტომასალა, სადაც ჩანს სატვირთო მანქანების კოლონა, დატვირთული მავთულხლართების გრაგნილებით.

მინსკის ცენტრში პოლიციამ დააკავა ათი პირი, იტყობინება სააგენტო „ტასი“ პოლიციაზე დაყრდნობით.

დემონსტრანტები აპირებდნენ ბელარუსის უზენაეს სასამართლოსთან მისვლას პლაკატებით, რომლებზეც იქნებოდა „სახალხო სასამართლოს კანდიდატების“, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების გვარები, რომლებიც დემონსტრაციების დარბევაში მონაწილეობდნენ.

სასამართლოს შენობის შემდეგ დემონსტრაციები გეგმავენ ლუკაშენკას რეზიდენციასთან მისვლას.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ ეწყობა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიცია, რომლის წევრების ნაწილი აიძულეს უცხოეთში წასულიყო, ნაწილი კი, დაკავებულია, ასევე დასავლეთის ქვეყნები, თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. მასში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ლუკაშენკა, რომელიც 26 წელია მართავს ქვეყანას ავტორიტარული მანერით. გამოსვლებს ახლდა პოლიციის მხრიდან ძალადობა, დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი.

XS
SM
MD
LG