Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.

აპრილიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 939 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 255. COVID-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოშია 99 პაციენტი, რომელთაგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 97-ს. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 6.

გუდაუთის საავადმყოფო აფხაზეთში ერთადერთი კოვიდ-ცენტრია. ინფიცირებულთა უმრავლესობას თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობენ.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოდან, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა.

აპრილიდან ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 858. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG