Accessibility links

site logo site logo

COVID-19-ით ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი ქალი სოხუმელი იყო


COVID-19-ით გარდაცვლილ ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები იყო, ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდნენ.

60 წლამდე ასაკის სოხუმელი ქალი ამ საავადმყოფოში 19 სექტემბერს მოათავსეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს უკვე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმდევ დაავადებებს შორის იყო მოციმციმე არითმია.

„ბომონდში“ აცხადებენ, რომ კლინიკის მედპერსონალმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენა პაციენტის გადასარჩენად, თუმცა, მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.

ქუთაისის კლინიკაში მყოფი პაციენტი 20 სექტემბერს გარდაიცვალა, ინფორმაცია კი 21 სექტემბერს გავრცელდა.

სოხუმელი ქალი COVID-19-ით გარდაცვლილი მე-20 პაციენტია.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადასტურებული აქვს კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG