Accessibility links

აგვისტოს ომის „ დაფარული“ დეტალები კარს მიღმა


ავტორი: ანა მოსაშვილი

ახლახანს საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის მემუარები „ქარიშხლების ეპოქა“ გამოვიდა, რომელიც აგვისტოს ომსაც ეხება. სარკოზი საუბრობს, მის დიპლომატიაზე, აგვისტოს ომის „დაფარულ“ დეტალებზე.

რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის უშუალო დიპლომატიას აგვისტოს ომში, მან 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოში 6-პუნქტიანი გეგმა ჩამოიტანა, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავდა:

1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;

2. საბრძოლო მოქმედებებზე საბოლოოდ უარის თქმა;

3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბრუნება მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;

5. რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე, საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელება;

6. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობების შესახებ საერთაშორისო დისკუსიების დაწყება.

წერილში, რომელიც თან ახლავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, ნახსენები ტერიტორია მოიაზრება, როგორც კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს, როგორც ეს განსაზღვრულია ადრინდელი შეთანხმებებით, საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის ნაწილის გამორიცხვით. ამ დოკუმენტით დადგენილი ზომები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრიანი ზონის შიგნით ცხინვალის გარშემო კონფლიქტის ზონაში;

წერილში ჩამოთვლილმა ზომებმა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოს ან საფრთხე შეუქმნას თავისუფალ მოძრაობას, საგზაო და სარკინიგზო მიმოსვლას საქართველოში;

სარკოზი ქართულ მხარეს არ აძლევდა არანაირ გარანტიას საერთაშორისო დონეზე, რომ ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე ხელისმოწერის შემდეგ საქართველოს ინტერესები ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად დაცული იქნებოდა. ასევე ბერნერდ კუშნერმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფრანგების მიზანია რუსული ტანკების შეჩერება ამ ეტაპზე .

მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს გამართულმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო და ევროპაში ომი ფრანგული მხარის მცდელობის მიუხედავად არ შეჩერდა, აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პირადად უკავშირდება ნიკოლა სარკოზის და სთავაზობს , რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება მოლაპარაკებებში და ის ჯერ საფრანგეთში, ხოლო შემდეგ თბილისში გაემგზავრება. საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი არაა და ეს გარემოება გამორიცხავს სამხედრო ძალით მის დახმარებას.

რაისი იხსენებს, რომ 14 აგვისტოს ის პრეზიდენტ სარკოზს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შეხვდა, როდესაც პრეზიდენტ სარკოზის რაისმა ჰკითხა, თუ რა იყო პრობლემა და როგორ დახმარებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მხარეებს, ფრანგული მხარის განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს არ აწერდა დოკუმენტს და დაუყოვნებლივ მოითხოვდა სამშვიდობო გეგმის ბოლო ორი პუნქტის შეცვლას, ვინაიდან ამ პუნქტების თანახმად, საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რაისის, მიხედვით, როდესაც მან ეს დოკუმენტი წაიკითხა, ის მიხვდა, თუ რატომ არ თანმხდებოდა ქართული მხარე დოკუმენტზე ხელის მოწერას. რაისის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველო პატარა ქვეყანაა, ამ 15-კილომეტრიანი სადემარკაციო ზონის შექმნით, შესაძლო იყო ოკუპანტებს თავისუფლად დაეკავებინათ მთავარი მაგისტრალური გზა, ისევე როგორც ქალაქი გორი, რომელიც სულ რაღაც 40-კილომეტრით არის დაშორებული დედაქალაქისგან .

ბუფერული ზონის შექმნით საფრთხე ემუქრებოდა ქვეყნის ტრანზიტულ ფუნქციას. რუსი ოკუპანტები ამ ზონაში გაურკვეველი ვადით შესაძლოა, რომ დარჩენილიყვნენ და ამ დეტალს, რაისი კარგად აცნობიერებდა თუ რაოდენ სახიფათი იქნებოდა რუსების კიდევ უფრო გაფართოებული უფლებები რეგიონში.

საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ჯარს ომამდელ არსებულ პოზიციებზე დააბრუნებდა. თუმცა, რაისი მემუარებში აღნიშნავს, რომ რუსეთს დაპირება არასოდეს შეუსრულებია და არც რუსულ შენაერთებს დაუტოვებიათ სრულად საქართველოს ტერიტორია.

საბოლოოდ მე-6 პუნქტში და „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობების შესახებ საერთაშორისო დისკუსიების დაწყება“ შეიცვალა მუხლით „უზრუნველყოფილი იყოს ამ ორი რეგიონისთვის საერთაშორისო გარანტიები სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.

პრეზიდენტი სარკოზი, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანა იყო, იმ დროს სკეპტიკურად იყო განწყობილი და ალბათ, თვლიდა, რომ ევროპის ძალებს აღემატებოდა საქართველოსთვის, დამოუკიდებლობასთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. „მშვიდობა ძვირად ფასობს“- ამიტომაც ქართულ სახელმწიფოს გარკვეულ დათმობებზე წასვლა უხდებოდა სასიცოცხლო ინტერესების სანაცვლოდ. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის ძალიან დიდი სურვილი იყო ქვეყანა ბუფერული ზონის შექმნით და მაგისტრალური გზის დაკავებით უბრალოდ ორ ნაწილად გაეყოთ და ამ ნაბიჯით საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია ერთხელ და სამუდამოდ მოესპო.

15-კილომეტრიანი სადემარკაციო ზონის შექმნით, რუსეთი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად იპყრობდა.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ფრანგი დიპლომატის სიტყვები საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არასდროს ყოფილა, არც არის და არც არასდროს იქნება ფრანგული ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტი. თუმცა, საფრანგეთის მიზანი ნამდვილად იყო, რომ ქვეყანა არ გამხდარიყო კონფლიქტის წყარო რეგიონში. პრეზიდენტ სარკოზის პოლიტიკური ნაბიჯები, ჩემი აზრით, ზუსტად ამის მაგალითია. უახლოეს წარსულსაც თუ გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ მართლაც საფრანგეთის ეროვნული დოქტრინის ინტერესებში შავი ზღვის რეგიონში ნაკლები ყურადღება ექცეოდა. პრეზიდენტმა სარკოზიმ მარტივად მოირგო როლი, ვითომ მას შეეძლო ევროპაში ომის შეჩერება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ ჩამოტანილ გეგმას ხელი არ მოაწერა და მან თბილისი ოფიციალური შეთანხმების გარეშე დატოვა. შესაძლოა, რომ სარკოზისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა საქართველოსთვის ომი თუ რა პოლიტიკური შედეგებით დასრულდებოდა. აქედან გამომდინარე, მისი დიპლომატიაც უფრო მონოლოგის ტიპზე იყო დამყარებული და ქართულ მხარეს ან მძიმე არჩევანს ან საერთოდაც გამოსავალს არ უტოვებდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG