Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების აგენტებმა დააკავეს ციმბირის მესიანისტური სექტის ლიდერი


რუსეთის უშიშროების სააგენტოს (FSB) აგენტებმა ციმბირში, კრასნოიარსკის რეგიონში დააკავეს იზოლირებული მესიანისტური სექტის ლიდერი ვისარიონი, მასშტაბური რეიდის დროს, რომელიც განხორციელდა ჯგუფის მოშორებით მდებარე დასახლებაზე.

22 სექტემბერს ქალაქ სანში მდებარე დასახლებაზე განხორციელებულ რეიდში ჩართული იყო სამართალდამცველთა ათობით მიკროავტობუსი, ავტობუსები, სასწრაფო დახმარების მანქანები და ვერტმფრენები. რეიდის დროს დააკავეს და ვერტმფრენით წაიყვანეს "უკანასკნელი სახარების ეკლესიის" ლიდერი სერგეი ტოროპი, რომელსაც ვისარიონის სახელით იცნობენ, და მისი თანაშემწეები, ვადიმ რედკინი და ვლადიმირ ვედერნიკოვი.

სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, რეიდი განახორციელეს ეფესბეს აგენტებმა და საგამოძიებო კომიტეტის წევრებმა.

გავრცელებული ცნობებით, ქალაქ სანში მდებარე დასახლებაში ეკლესიის 200-მდე მიმდევარი ცხოვრობს. ეს რელიგიური დაჯგუფება ერთ-ერთია 40-მდე მსგავსი თემისგან, რომლებიც რეგიონში სახლობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG