Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ხვალ კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის


ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამავე ოდენობის თანხა, 40 მილიონი ამერიკული დოლარი, ეროვნულმა ბანკმა 16 სექტემბერსაც გაყიდა, რის შემდეგაც საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 ლარი შეადგინა.

სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში სულ 409 650 000 დოლარი გაყიდა.

22 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.2295 ლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG