Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაწილი სახლში მკურნალობს - გაბუნია


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაწილი სახლში მკურნალობს. მისი თქმით, მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს.

"კლინიკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე ხშირ შემთხვევაში იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტი დარჩეს ბინაზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კოვიდსასტუმროების მოწყობის მთავარი მიზანი სწორედ ეტაპობრივად ბინაზე მკურნალობაზე გადასვლა იყო.

საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 218 პირს დაუდგინდა, მათგან 137 პირი აჭარიდანაა. ამავე პერიოდში 2 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG