Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მოკრისაფინანსო ორგანიზაციის სეიფი და 1,5 მლნ ლარამდე თანხა მოიპარეს


წინასწარი ინფორმაციით, ქურდობის შედეგად წაღებულია მილიონ-ნახევარ ლარამდე თანხა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის“ იურისტის ლევან დემურიას თქმით, ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ქურდებმა სარდაფიდან შეაღწიეს.

მისი სიტყვებით, უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და ისე შეაღწიეს შენობაში.

„შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს", - განაცხადა დემურიამ.

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG