Accessibility links

დღეს და ხვალ თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება ტარდება


თბილისის იუსტიციის სახლთან 2 დღით, დღეს და ხვალ, კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯამში, 1 000 სინჯი აიღება და ამით დაადგენენ, როგორ ცირკულირებს ვირუსი საზოგადოებაში. მანვე აღნიშნა, რომ მოქალაქეები პასუხს ერთი დღის შემდეგ გაიგებენ.

ტესტის აღება დილის 10 საათიდან 18 საათამდეა შესაძლებელი.

მსგავსი კარვები ფუნქციონირებს ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 218 პირს დაუდგინდა, მათგან 137 აჭარიდანაა. სულ საქართველოში ვირუსი 3 913 პირს დაუდგინდა, მათგან 1 574 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG