Accessibility links

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ კორონავირუსის კერა ლოკალიზებულად გამოაცხადა


გალი

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერა ლოკალიზებულია. გალი აფხაზეთის ერთადერთი რაიონია, სადაც ქართველები ცხოვრობენ.

სააგენტო „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში 22 სექტემბერს გამართულ თათბირს ეხება, ნახსენებია სოფელი საბერიო, რომელსაც აფხაზურად აბერკიტს უწოდებენ. ამ ინფორმაციიდან გაურკვეველია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა.

სააგენტოს მოჰყავს გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სურამ ჯინჯოლიას განცხადება, რომ სოფელში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტების გამო მოსახლეობა გააფრთხილეს მასობრივი ღონისძიებების დაუშვებლობის და ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირების თვითიზოლაციის აუცილებლობის შესახებ.

გალის რაიონის ე.წ. განათლების განყოფილების უფროსის, ეკატერინა გაბელიას ინფორმაციით, საბერიოს სკოლის პედაგოგებს ნიმუშები აუღეს და ტესტირების პასუხს უახლოეს ხანში ელოდებიან. გაბელიას თქმით, შემდგომი მოქმედება შედეგებზე იქნება დამოკიდებული. „აფსნიპრესის“ თანახმად, თათბირში მონაწილეობდა გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გამგიაც. მისი ინფორმციით, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს კლინიკური სიმპტომები არ აქვთ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ გუდაუთის საავადმყოფო იღებს. პაციენტების უმრავლესობა თვითიზოლაციაშია.

22 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის საერთო ჯამში 1054 შემთხვევა, მათგან 7 გარდაცვალების.

რადიო თავისუფლება ცდილობს თავისი წყაროებით, საბერიოდან მოიპოვოს ინფორმაცია იქ არსებულ ვითარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG