Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებულ ჭავჭავაძეზე ავტობუსი გზაზე გადამსვლელს დაეჯახა


თბილისში, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი გზაზე გადამსვლელს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 22 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იმ მომენტისთვის დაშავებულის მდგომარეობა საშულო სიმძიმის იყო.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს. ამ მუხლით ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რამაც მსუბუქი დაზიანება გამიწვია, მძღოლი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლო დაისაჯოს ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

XS
SM
MD
LG