Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებული თალიბები ბრძოლის ველს უბრუნდებიან, ამბობს მოლაპარაკებებზე ავღანეთის მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი


აბდულა აბდულა, ავღანეთის ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, დოჰაში, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თალიბანთან.
აბდულა აბდულა, ავღანეთის ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, დოჰაში, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თალიბანთან.

თალიბი პატიმრების ნაწილი, რომელიც ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა სამშვიდობო მოლაპარაკების პირობის თანახმად, ბრძოლის ველზე დაბრუნდა, განაცხადა თალიბანთან ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ქაბულის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აბდულა აბდულამ.

აბდულამ, რომელიც ავღანეთის ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეა და დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ქაბულს წარმოადგენს, განაცხადა, რომ თალიბანთან მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს 12 სექტემბერს მისი დაწყების შემდეგ, თუმცა მხარეები შორს არიან თანხმობისგან ყველა საკითხში.

აბდულამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მოლაპარაკების პირობის თანახმად გათავისუფლებული ხუთი ათასი პატიმრიდან ზოგიერთი, არა უმრავლესობა, აგრძელებს ბრძოლას მთავრობის წინააღმდეგ.

„ვიცი, რომ ზოგიერთი ბრძოლის ველზე დაბრუნდა, რაც შეთანხმების დარღვევაა“, უთხრა აბდულამ ტელეკონფერენციისას აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს 22 სექტემბერს.

მოლაპარაკების მიუხედავად, ძალადობა ავღანეთში არ შემცირებულა, და აბდულამ მოუწოდა ვაშინგტონს, რომელმაც დაიწყო სამშვიდობო პროცესი თებერვალში თალიბანთან შეთანხმებით, და პაკისტანს, რომ ზეწოლა მოახდინონ თალიბანზე, რათა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.

XS
SM
MD
LG