Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა გვენეტაძე: წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ ლარი წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ ლარი "წონასწორობის ნიშნულს" დაუბრუნდება. გვენეტაძე ფეისბუკით გავრცელებულ მიმართვაში არ აკონკრეტებს, რა არის ლარის "წონასწორობის ნიშნული", თუმცა მიაჩნია, რომ "მეტად გაუფასურებულია".

მანვე განმარტა, რომ უცხოური ვალუტის გაყიდვით ეროვნული ბანკის მიზანი არა ლარის კურსის შენარჩუნება, არამედ ბაზრისთვის მისი მიწოდებაა.

"ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით, მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც, ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება", - აღნიშნავს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ლარის ვერგამყარებაზე საუბარი მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და აზარალებს.

რამდენიმე დღეა ლარი მუდმივად უფასურდება. ლარის გაუფასურების პარალელურად ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას ყიდის, თუმცა ამას კურსის გამყარებაზე გავლენა მაინც არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG