Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მე-8 პაციენტი გარდაიცვალა


კორონავირუსით ინფიცირებული 61 წლის მამაკაცი გუდაუთის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფილტვის ორმხრივი პნევმონიით. მრავალი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი სასწაფოს გამოძახებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში შინ მკურნალობდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, ეს გარდაცვალების მე-8 შემთხვევაა დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე.

ამავე შტაბის ცნობით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონვირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 197 პირს, მათგან 62-ს ვირუსი დაუდასტურდა.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 91 პაციენტი იმყოფება, მათგან 89 კოვიდინფიცირებულია. 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის საშუალო სიმძიმის, 19 პაციენტი გაეწერა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთოი რიცხვია 1116.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 7 აპრილს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ მას COVID-19 აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG