Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო გადაიდო ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები


2021 წლის 11 აპრილამდე გაახანგრძლივეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების ვადა. გადაწყვეტილება დღეს, 24 სექტემბერს, მიიღო დე ფაქტო პარლამენტმა.

როგორც „აფსნიპრესი“ იტყობინება, არჩევნების გადადების საფუძველია კორონავირუსის პანდემია და გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ე.წ. არჩევნები 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო.

XS
SM
MD
LG